EDUTOYS კომპლექტი


54.75 109.5

ანბანი და ციფრები

თამაში მოცემულია 66 ბარათი, 33 ბარათზე მოცემულია გამოსახულება, დარჩენილ 33 ბარათზე ასო-ბგერები.
ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ქართულ ანბანს.

თამაშს მეშვეობით ბავშვები:
• აღიქვამენ ფერებს.
• სწავლობენ ახალ სიტყვებს.
• თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან.
• სწავლობენ ასოების ცნობას.

ბარათის მეორე მხარეს მოცემულია : 
• 20 ბარათზე სხვადასხვა რაოდენობს გამოსახულება
• 20 ბარათზე შესაბამისი ციფრები
• ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ციფრებს 1 დან -20-ის ჩათვლით.

თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ:
• თვლას
• ციფრების ცნობას.

დარჩენილ 20 ბარათზე გამოსახულებებით აწყობილია, მარტივი არითმეტიკული განტოლებები:
• 10 ბარათზე მიმატების მაგალითი.
• 10 ბარათზე გამოკლების მაგალითი.

 

გამოიცანი, რას ვფიქრობ?!

წამოიდგინე რომ შეგიძლია ადამიანის ფიქრების გამოცნობა ... კონცენტრირდი, დასვი სწორი კითხვები და მიაღწიე წარმატებას. დაკვირვებით,სწორი კითხვებით და ასოციაციის უნარებით, ბავშვებს შეუძლიათ გამოიცნონ, ცხოველები, საკვები, ტრანსპორტი და ა.შ.


სასწავლო უნარები:
• ვიზუალურიაღქმა.
• ფერების აღქმა.
• ხმის აღქმა.
• სიტყვათა მარაგის გამოყენება.
• კომუნიკაციის დამყარება.
• ხმისიმიტაცია.
• სოციალური ქცევა.
• გუნდური მუშაობა.
• სხეული ენის გამოყენება.
• ინდივიდუალურიდა გუნდური ქმედებები.
• იდეების და შემოქმედებითობისგანვითარება.

თამაში განკუთვნილია 5+ ასაკითვის. მოთამაშეების რაოდენობა 2 - 6 მოთამაშე.

 

ზოოპარკიდან გაქცევა

ზოოპარკში დასუფთავების დროს,  შემთხვევით, დამლაგებელს ცხოველების გალიების კარები დარჩა ღია. ყველანი გარეთ გამოვიდნენ და აირივნენ ერთმანეთში. ისინი დამალულები არიან სხვადასხვა ბარათების დასტაში. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ცხოველების პოვნა, ამისთვის უნდა მიხვდეთ რომელი ცხოველი სად არის დამალული. საბოლოოდ გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე კარგად დაიმახსოვრებს დასამალ ადგილებს და იპოვის დაკარგულ ცხოველებს.

თამაში განკუთვნილია 4+ ასაკის ბავშვებისთვის.

 

ფერადი კუბი - სტრატეგიული თამაში

კრიტიკული აზროვნების თამაში.

ასაკი: 5+

თამაში განკუთვნილია 2-6 მოთამაშისთვის

განსავითარებელი უნარები:

- კრიტიკული აზროვნება

- პრობლემის გადაჭრა

- შესაბამისობის პოვნა

- მათემატიკური უნარები

- დაკვირვებულობა

 

 

როგორ ვითამაშოთ:

- მოთამაშეების ქულა ითვლება კვადრატის ფერების შესაბამისობის მიხედვით.

- თითოეული მოთამაშე იწყებს 6 ბარათით.

- დარჩენილი ბარათებიდან ერთი ბარათი უნდა მოთავსდეს მაგიდის ცენტრში, ფერების მხარეს სახით ზევით.

- მოთამაშეები თავის ბარათს განათავსებს ცენტრალური ბარათის ნებისმიერ მხარეს, მთავარია იყოს მინიმუმ 1 შესაბამისი ფერის კვადრატი.

- თამაში გრძელდება მანამ, სანამ არ გამოიყენება ყველა ბარათი.

- იგებს მოთამაშე რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ქულა.

 

კომპლექტში შედის:

- 40 ცალი 4 სხვასხვა ფერის მქონე ბარათი

 

დომინო საათი

დომინო რომელიც დაგეხმარებათ საათის სწავლაში: 

 

პასუხისმგებლობა

ადამიანებთან ურთიერთობა, განცდა,  განწყობა და თანაგრძნობა - ყველა ეს უნარი ადამიანების სოციალური განვითარების ნაწილია. ეს არის უნარები, რომელიც არ არის განვითარებული დაბადებიდანვე და უნდა ვითარდებოდეს გრძელვადიანად მიმდინარე პროცესში.

ყოველდღიურად ბავშვებს უყალიბდებათ აზრი, რომ არსებობს წესები და პრინციპები, რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი.

ექვსი სხვადასხვა სურათის სიუჟეტში ბავშვები განიხილავენ სხვადასხვა ფასეულობებს. თითოეული სიუჟეტისთვის არსებობს იმავე ფერის ხუთი ბარათის ნაკრები, თითოეული მათგანი გვიჩვენებს, თუ როგორია სიტუაცია. ბავშვის ამოცანაა, თანმიმდევრულად დაალაგოს ბარათები, რათა გადმოსცეს ერთი სიუჟეტი.  ბარათების უკან დამხმარე მარეგულირებლები აჩვენებს ბავშვებს სწორია თუ არა მათ გადაწყვეტილებები.

 

თემები:

სამოქალაქო გამბედაობა - ნუ აარიდებ თვალს! 

პასუხისმგებლობა - როგორ ვიზრუნო ჩემ ცხოველზე?!

იყავი ყურადღებიანი - როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში?!

იყავი სასარგებლო - როგორ დავეხმარო ჩემ ოჯახს?!

ზრუნვა - იყავი მზრუნველი ასაკოვანი ადამიანების მიმართ!

იყავი დამოუკიდებელი - როგორ ვიზრუნო საკუთარ სხეულზე!

 

გასაფერადებელი - ზოოპარკიდან გაქცევა - 24გვერდი - ზომა : ა4

გასაფერადებელი - გამოიცანი, რას ვფიქრობ?! - 40გვერდი - ზომა : ა4

გასაფერადებელი - ანბანი - 36 გვერდი - ზომა : ა4

გასაფერადებელი - რიცხვები - 24 გვერდი - ზომა : ა4

 


გაზიარება:

ბრენდი
EDUTOYS
ფასი
54.75
ძველი ფასი
109.5
ქვეყანა
საქართველო
ნანახია
2570
(5.0)