სამაგიდო თამაშები - კომპლექტი 2


41.8 59.8

ზოოპარკიდან გაქცევა

ზოოპარკში დასუფთავების დროს,  შემთხვევით, დამლაგებელს ცხოველების გალიების კარები დარჩა ღია. ყველანი გარეთ გამოვიდნენ და აირივნენ ერთმანეთში. ისინი დამალულები არიან სხვადასხვა ბარათების დასტაში. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ცხოველების პოვნა, ამისთვის უნდა მიხვდეთ რომელი ცხოველი სად არის დამალული. საბოლოოდ გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე კარგად დაიმახსოვრებს დასამალ ადგილებს და იპოვის დაკარგულ ცხოველებს.

თამაში განკუთვნილია 4+ ასაკის ბავშვებისთვის.

პასუხისმგებლობა

ადამიანებთან ურთიერთობა, განცდა,  განწყობა და თანაგრძნობა - ყველა ეს უნარი ადამიანების სოციალური განვითარების ნაწილია. ეს არის უნარები, რომელიც არ არის განვითარებული დაბადებიდანვე და უნდა ვითარდებოდეს გრძელვადიანად მიმდინარე პროცესში.

ყოველდღიურად ბავშვებს უყალიბდებათ აზრი, რომ არსებობს წესები და პრინციპები, რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი.

ექვსი სხვადასხვა სურათის სიუჟეტში ბავშვები განიხილავენ სხვადასხვა ფასეულობებს. თითოეული სიუჟეტისთვის არსებობს იმავე ფერის ხუთი ბარათის ნაკრები, თითოეული მათგანი გვიჩვენებს, თუ როგორია სიტუაცია. ბავშვის ამოცანაა, თანმიმდევრულად დაალაგოს ბარათები, რათა გადმოსცეს ერთი სიუჟეტი.  ბარათების უკან დამხმარე მარეგულირებლები აჩვენებს ბავშვებს სწორია თუ არა მათ გადაწყვეტილებები.

 

თემები:

სამოქალაქო გამბედაობა - ნუ აარიდებ თვალს! 

პასუხისმგებლობა - როგორ ვიზრუნო ჩემ ცხოველზე?!

იყავი ყურადღებიანი - როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში?!

იყავი სასარგებლო - როგორ დავეხმარო ჩემ ოჯახს?!

ზრუნვა - იყავი მზრუნველი ასაკოვანი ადამიანების მიმართ!

იყავი დამოუკიდებელი - როგორ ვიზრუნო საკუთარ სხეულზე!

 

ფერადი კუბები - სტრატეგიული თამაში.

 

კრიტიკული აზროვნების თამაში.

ასაკი: 5+

თამაში განკუთვნილია 2-6 მოთამაშისთვის

განსავითარებელი უნარები:

- კრიტიკული აზროვნება

- პრობლემის გადაჭრა

- შესაბამისობის პოვნა

- მათემატიკური უნარები

- დაკვირვებულობა

 

ანბანი და ციფრები

თამაში მოცემულია 66 ბარათი, 33 ბარათზე მოცემულია გამოსახულება, დარჩენილ 33 ბარათზე ასო-ბგერები.
ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ქართულ ანბანს.

თამაშს მეშვეობით ბავშვები:
• აღიქვამენ ფერებს.
• სწავლობენ ახალ სიტყვებს.
• თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან.
• სწავლობენ ასოების ცნობას.

ბარათის მეორე მხარეს მოცემულია : 
• 20 ბარათზე სხვადასხვა რაოდენობს გამოსახულება
• 20 ბარათზე შესაბამისი ციფრები
• ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ციფრებს 1 დან -20-ის ჩათვლით.

თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ:
• თვლას
• ციფრების ცნობას.

დარჩენილ 20 ბარათზე გამოსახულებებით აწყობილია, მარტივი არითმეტიკული განტოლებები:
• 10 ბარათზე მიმატების მაგალითი.
• 10 ბარათზე გამოკლების მაგალითი.


გაზიარება:

ბრენდი
EDUTOYS
ფასი
41.8
ძველი ფასი
59.8
ქვეყანა
საქართველო
ნანახია
5950
(5.0)