სამაგიდო თამაშები 2+2


59.8

მათემატიკური ომები

იყავი პირველი მოთამაშე, რომელიც 3-ჯერ სწორად შექმნის ტოლობას.

 

 სახალისო თამაში სისწრაფეზე, რომელიც ანვითარებს მათემატიკურ უნარებს.

 

თამაში ეფექტურია გუნდური თამაშის დროს.

 

ასაკი: 8+ გამრავლება

 

 

 

გამოიცანი, რას ვფიქრობ?! 2

წამოიდგინე რომ შეგიძლია ადამიანის ფიქრების გამოცნობა ... კონცენტრირდი, დასვი სწორი კითხვები და მიაღწიე წარმატებას. დაკვირვებით,სწორი კითხვებით და ასოციაციის უნარებით, ბავშვებს შეუძლიათ გამოიცნონ, ცხოველები, საკვები, ტრანსპორტი და ა.შ.

 

 

სასწავლო უნარები:

• ვიზუალურიაღქმა.

• ფერების აღქმა.

• ხმის აღქმა.

• სიტყვათა მარაგის გამოყენება.

• კომუნიკაციის დამყარება.

• ხმისიმიტაცია.

• სოციალური ქცევა.

• გუნდური მუშაობა.

• სხეული ენის გამოყენება.

• ინდივიდუალურიდა გუნდური ქმედებები.

• იდეების და შემოქმედებითობისგანვითარება.

 

თამაში განკუთვნილია 5+ ასაკითვის. მოთამაშეების რაოდენობა 2 - 6 მოთამაშე.

 

 

 

ზოოპარკიდან გაქცევა

 

ზოოპარკში დასუფთავების დროს,  შემთხვევით, დამლაგებელს ცხოველების გალიების კარები დარჩა ღია. ყველანი გარეთ გამოვიდნენ და აირივნენ ერთმანეთში. ისინი დამალულები არიან სხვადასხვა ბარათების დასტაში. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ცხოველების პოვნა, ამისთვის უნდა მიხვდეთ რომელი ცხოველი სად არის დამალული. საბოლოოდ გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე კარგად დაიმახსოვრებს დასამალ ადგილებს და იპოვის დაკარგულ ცხოველებს.

 

თამაში განკუთვნილია 4+ ასაკის ბავშვებისთვის.

 

ანბანი და ციფრები

 

თამაში მოცემულია 66 ბარათი, 33 ბარათზე მოცემულია გამოსახულება, დარჩენილ 33 ბარათზე ასო-ბგერები.

ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ქართულ ანბანს.

 

თამაშს მეშვეობით ბავშვები:

• აღიქვამენ ფერებს.

• სწავლობენ ახალ სიტყვებს.

• თანდათან აცნობიერებენ, რომ სიტყვები შედგება ასოებისგან.

• სწავლობენ ასოების ცნობას.

 

ბარათის მეორე მხარეს მოცემულია :

• 20 ბარათზე სხვადასხვა რაოდენობს გამოსახულება

• 20 ბარათზე შესაბამისი ციფრები

• ბარათების დაწყვილებით მიიღებთ ციფრებს 1 დან -20-ის ჩათვლით.

 

თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობენ:

• თვლას

• ციფრების ცნობას.

 

დარჩენილ 20 ბარათზე გამოსახულებებით აწყობილია, მარტივი არითმეტიკული განტოლებები:

• 10 ბარათზე მიმატების მაგალითი.

• 10 ბარათზე გამოკლების მაგალითი.


გაზიარება:

ბრენდი
EDUTOYS
ფასი
59.8
ქვეყანა
საქართველო
{s_weight}
0.6
ნანახია
1601
(5.0)